

მე ვარ დავით უგულავა.
ვარ მესამე კლასის მოსწავლე
მე მქვია დავითი, რომელიც ძველი ებრაული სახელია და ნიშნავს “საყვარელს”, სხვა მნიშვნელობით “წინამძღოლს”.მე ეს სახელი დამარქვეს ბებიის ძმის პატივსაცემად, რომელიც წარმოსადეგი, ჭკვიანი ქართველი ვაჟკაცი იყო და ჩემი ამ ქვეყნად მოვლენა, მის ამქვეყნიდან წასვლას დაემთხვა.
დავითი საქართველოში ძალზედ გავრცელებული სახელია, რომელსაც ბევრი ქართველი მეფე ატარებდა.
მათ შო

დავით აღმაშენებელი
დავით ულუ
დავით ნარინი
დავით კურაპალატი
თანამედროვეობაში ამ სახელს ატარებს ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი,



ეს სახელი მსოფლიოში უამრავ მხატვრულ ნაწარმოების გმირებადაც გვხვდება და ჩემი ყველაზე საყვარელი გმირია დათა თუთაშხია.

მე მეამაყება, რომ მქვია დავითი. ჩემი უზარმაზარი სურვილია - არ შევარცხვინო და ვიყო ამ ადამიანების ღირსეული სახელის მატარებელი.