понедельник, 24 ноября 2008 г.


მე ვარ დავით უგულავა.

ვარ მესამე კლასის მოსწავლე

მე მქვია დავითი, რომელიც ძველი ებრაული სახელია და ნიშნავს “საყვარელს”, სხვა მნიშვნელობით “წინამძღოლს”.
მე ეს სახელი დამარქვეს ბებიის ძმის პატივსაცემად, რომელიც წარმოსადეგი, ჭკვიანი ქართველი ვაჟკაცი იყო და ჩემი ამ ქვეყნად მოვლენა, მის ამქვეყნიდან წასვლას დაემთხვა.
დავითი საქართველოში ძალზედ გავრცელებული სახელია, რომელსაც ბევრი ქართველი მეფე ატარებდა.
მათ შო
რის ყველაზე ცნობილი მეფეებია:
დავით აღმაშენებელი
დავით ულუ
დავით ნარინი
დავით კურაპალატი





თანამედროვეობაში ამ ს
ახელს ატარებს ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანი, მსოფლიოში განთქმული ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი.
ეს სახელ მსოფლიოში უამრავ მხატვრულ ნაწარმოების გმირებადაც გვხვდება და ჩემი ყველაზე საყვარელი გმირია დათა თუთაშხია.

მე მეამაყება
, რომ მქვია დავითი. ჩემი უზარმაზარი სურვილია - არ შევარცხვინო და ვიყო ამ ადამიანების ღირსეული სახელის მატარებელი.